განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს შეხვდა. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე. აქცენტი გაკეთდა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად სამინისტრო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს აგრძელებს.
იმსჯელეს სახელმძღვანელოების გაუმჯობესებაზეც.