ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი თქმით, აღნიშნული კომისია კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის და მათ აღმოფხვრაზე იმუშავებს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სისტემური პრობლემაა და კორუფციის ინდექსი ბოლო პერიოდში მომატებულია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დადებითად აფასებენ.