ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დისკუსიის საგანი იყო გამოწვევები და პრობლემები, რაც შშმ პირებს აწუხებთ. შშმ პირები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. ასევე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი დასაქმება.