შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველიც ერთვებიან.

კანონებში განსახორციელებელ ცვლილებებზე მათ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც კანონი კონსტიტუციასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილებით იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალებათ. შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ემატებიან პენიტენციური, საგანგებო სიტყუაციებისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.

არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ნორმა ერთიანად ყველა ამ სამსახურში დასაქმებულს არ უნდა შეეხოს. მმართველი გუნდი მზად არის საკითხებზე უფლებადამცველებთან ერთად იმსჯელოს. დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. კანონების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებამდე არასამთავრობო სექტორთან შეხვდრა საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გაიმართება.