შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის - პოლიტიკოსების შეფასებები
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიალოგში მონაწილე სუბიექტები შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ეტაპზე სწორედ მისი ინტერესია პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სახის შენარჩუნება. მეორე ნაწილი კი იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და სხვადასხვა ეტაპზე ყველას მიეცემა საშუალება, ჩართული იყოს კონსულტაციებში. რაც შეეხება თემას, ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, ეს არის გერმანულ მოდელი, რომლითაც ოპოზიცია არჩევნების ჩატარებას ითხოვს.