გორში ოლიმპიურ ჩემპიონს ხვდებიან.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონ თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილს გორის თეატრის სკვერში საზეიმო დახვდნენ. მასთან ერთად იმყოფებიან პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე გორელი სპორტსმენები. სპორტსმენებს მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.