ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე დისკუსია გაცნობითი ხასიათის იყო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ამერიკაში ვიზიტის დეტალები გააცნეს.