შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

ხვალინდელი სასამართლო პროცესის მოლოდინში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო გეგმაზე შეთანხმებას ცდილობს. როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიციური პარტია, თუ მოსამართლე ხვალ ადვოკატების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე უარს იტყვის, – პარტიაში აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებაა. „ნაციონალურ მოძრაობაში” არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ. სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერებს შორის.