შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი განსახილველი თემები მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება. შეხვედრას ესწრება სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც.