„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პარტიის წევრი, თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, კარი ჰენრიქსენსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს,რობერტო მონტელასს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მათ ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნოდ მომხდარ ზეწოლის ფაქტებზე, ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის პოლიტიკას.