გვიან ღამით დასრულდა „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული საარჩევნო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა ტექნიკურ საკითხებზე, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პრინციპსა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე იმსჯელეს. ამ დრომდე უცნობია არჩევნების ჩატარების თარიღი და ფორმა. პარტიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ღიად ჩატარდება კენჭისყრა თუ ფარულად, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე თუ ე.წ. ბლოქჩეინის მეშვეობით. ერთადერთი რაც დაზუსტებით გადაწყვეტილია, არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, დანარჩენ დეტალებს კი პარტიის პოლიტსაბჭო დაამტკიცებს. საარჩევნო ჯგუფის წევრების ნაწილს, თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის კონკრეტული ფავორიტებიც ჰყავთ. მაგალითად, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გამაერთიანებლის როლის შესრულება ლევან ხაბეიშვილს შეუძლია.