როგორ უნდა მოხდეს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება, ფერმერთა ტრენინგების დაგეგმარება, სტიქიებისა თუ ოპერატიულ-სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, – ამ თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რა დროსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. გადაწყდა, რომ ივლისიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პირადად ჩაერთვებიან დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებაში.
მოამბე