ქალაქის მერია ზღვის უბნის მიმდებარედ მეწყერსაშიში მონაკვეთების გამაგრებას იწყებს.
საუბარია თემქის მეოთხე მიკრორაიონსა და შეშელიძის ქუჩას შორის მდებარე ტერიტორიაზე. კახა კალაძე მოსახლეობასაც შეხვდა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მიწოდა ინფირმაცია.
ხვალიდან მეწყერსაშიშ ზონას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური დეტალურად შეისწავლის, რის შემდეგაც ფერდზე მიწის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.