შეხვედრა მოსახლეობასთან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერები მოქალაქეებს ლანჩხუთში შეხვდნენ. მათ გააკრიტიკეს მმართველი პარტია და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.