„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიდა ქართლში იმყოფებიან. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მოძრაობის ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას ხვდება. დღესვე პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს კასპის ცენტრში და აგრობაზარში. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოსახლეობას რეგიონში აწუხებს. დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შინდისში ჩავლენ და შინდისში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.