თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ისნის მაცხოვრებლებს ესაუბრა. შეხვედრას ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით გოგიძე და საკრებულოს სიის წევრი – ტატა ხვედელიანიც ესწრებოდნენ. გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.