პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, სამგორის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. კახა კალაძემ ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში არსებული დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა, ასევე გაეცნო სუხიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე. კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში მოსახლეობას ის წარუდგენს პროგრამას თითოეული უბნის განვითარების მიმართულებით.