შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრთან ერთად, ამომრჩეველს სოფელ მეორე სვირში შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში დამატებითი სერვისების შემოღებაზე, სერვისების გაცემის დროს არსებულ პრობლემებზე და გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა. მინისტრმა მიწის რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობას გაუსვა ხაზი და გამარტივებული რეგისტრაციის პირობების გაგრძელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
იუსტიციის მინისტრმა დღეს ზესტაფონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მშენებლობა დაიწყება.