მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს ქალაქ ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა.
ღონისძიებაზე სამუშაო ადგილების შექმნაზე ილაპარაკეს. გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ქუთაისში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რაც ქუთაისში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებას გულისხმობს.