არჩილ თალაკვაძე კოლეგებთან ერთად მონტენეგროს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და პოზიტიურ დინამიკაზე. აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ასევე ევროინტეგრაციის პროცესში მიღწევებს, საპარლამენტო არჩევნებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.