შეხვედრა მეშახტეებთან

კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა ეკონომიკის მინისტრი. დისკუსიის პროცესში ჩართულები იყვნენ „საქნახშირის“ მფლობელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი მოსაზრებები. მინისტრმა აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.