თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია.
ამ დროისთვის კახეთში 80 ათასამდე ტონა ყურძენი ინდუსტრიულად გადამუშავებულია.