შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო ხედვები – ამ თემებთან დაკავშირებით მედიასთან პირველი შეხვედრა გაიმართა. კომპანიის საქართველოში შემოსვლის მთავარი მიზანი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებაა. კომპანიამ თბილისში, რუსთავში და მცხეთაში ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო არსებული წყალმომარაგების სისტემებისა და მისი პრობლემების შესწავლა, დიაგნოსტიკა და აუდიტი. კვლევების დასრულების შემდეგ კომპანია დასკვნას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც მომზადდება წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.