საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და ბიოქიმიკოსმა, ევა ზაჟიმალოვმა მოინახულა. მხარეებმა საინტერესო ინფორმაცია გაცვალეს. საუბარი იყო როგორც ხელოვნურ ინტელექტზე, ასევე ბიოტექნოლოგიებსა და სხვადასხვა საკითხზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.