მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ციხისძირის, ქსანის, ნატახტარის და ზედა წეროვანის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაასრულა.
შალვა კერესელიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დღეიდან ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან იწყებს შეხვედრებს. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების ბიუჯეტში წყლის მომარაგების პრობლემის გადაჭრა პრიორიტეტულ საკითხებს შორის პირველ ადგილზეა.