სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრას ფერმერები გურიიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ესწრებოდნენ. მხარეებმა დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე სოფელ ზედა ეწერასაც ესტუმრა, სადაც ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა.