ოპოზიციაში დიალოგის განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და შემხვედრ წინადადებას ისევ მმართველი გუნდისგან ელოდებიან. პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები, შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. დილიდან „ევროპულ საქართველოსთან“ გამართა მოლაპარაკებები ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლიეტუველი დეპუტატი შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც. მოგვიანებით კი შეხვედრა სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთანაც შედგება. დღესვე მოლაპარაკებები გაიმართება საპარალამენტო უმრავლესობის წევრებთანაც.