მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, მოძრაობა „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ასევე ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძე, ზუგდიდში ჩავიდნენ და მოსახლეობას კულტურის სახლში შეხვდნენ.
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის ისტორიაზე, ახლანდელ ვითარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნაში სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საარჩევნო სისტემაზე და საკუთარი მოძრაობის სამომავლო გეგმებზე.