საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები იყო საუბრის თემა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის შეხვედრაზე. დისკუსია დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მხარეებმა ნატო-ს დაგეგმილ სამიტზე, ოკუპაციასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.