შეხვედრა კულტურის სამინისტროში

კულტურის სამინისტრო სახელმწიფო თეატრებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი განათების მართვის სისტემების გადაცემას განაგრძობს. აპარატურა გადაეცა ოთხ თეატრს – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, თბილისის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი ესწრებოდა.