შეხვედრა კულტურის სამინისტროში

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადეელ სამუშაოებს კულტურის მინისტრი პირადად უხელმძღვანელებს. ასეთი გადაწყვეტილება მიხეილ გიორგაძემ მწერლებთან და გამომცემლებთან მორიგი შეხვედრის დროს, დღეს მიიღო.

შეგახსენებთ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წელს საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი. პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა დავის საკითხი, რაც ქართული წიგნის ცენტრის დირექტორმა საორგანიზაციო საკითხებში მინისტრის მოადგილის ჩართვა გააპროტესტა და თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერა.