ავეჯის წარმოებაში არსებული გამოწვევები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, „ხელოსნების ქალაქში“ გამართულ შეხვედრაზე. მას ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის გამართვამდე გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში არსებული საწარმოები დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია „ხელოსნების ქალაქის“ განვითარებისა და სამომავლო პროექტების შესახებ.