ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. მხარეებმა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და წარმატებული პროექტები მიმოიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კლიმატის საკითხები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.