„ლელო-საქართველოსთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პარტიის წევრებმა საბჭოს წევრობის კანდიდატებს „ლელოს“ მიერ მომზადებული, 2013-2021 წლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმების შეფასების დოკუმენტი წარუდგინეს – „ლელოს ხედვა სასამართლოში არსებულ კრიზისთან და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით“, მოისმინეს მათი ხედვები და დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს, თუ როგორ ხედავენ კანდიდატები იუსტიციის საბჭოს და ინდივიდუალური წევრების როლს კრიზისის დაძლევის პროცესში.