იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსების დღიდან არსებული პირობების, მსჯავრდებულის მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის საკითხებს.