გახდება თუ არა საჭირო მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, – ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან მედიკოსები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. კონსილიუმს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.