პარლამენტის თავმჯდომარე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შეხვდა. აკადემიაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, იუნკრებს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ესაუბრა. სტუმრებმა იუნკრების შეკითხვებსაც უპასუხეს. აკადემიაში სტუმრობისას შალვა პაპუაშვილმა დაათვალიერა საცხოვრებელი ყაზარმები, დისტანციური სწავლების ცენტრი, ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი, აკადემიის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.