ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა – პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში ჩაატარა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, ყველაფერი გააკეთოს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ამ მიზნით კი სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.