აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლევან მგალობლიშვილმა დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე. ელჩმა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.