შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილეს. ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.