აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას.
ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გერმანიის საელჩომაც. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.