შეხვედრა ფერმერებთან თეთრიწყაროში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ.

პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა.

დღეისათვის, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 65 პროექტი, რომელთა ღირებულება ჯამში 5 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, დასაქმებულთა 40% კი ქალია.