შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე, თბილისში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს  შეხვდნენ.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმაზე და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრა გაიმართა ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან.