ორ საათში უნდა დაიწყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში. შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება. როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებენ.
მეტ დეტალს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის.
მოამბე