სტატუსის მოლოდინში საქართველო ევროპელ დიპლომატებს მასპინძლობს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები თბილისში არიან. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების წინ ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საგანგებო დავალებათა ელჩები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ჩატარებულ სამუშაოებზე მიიღებენ ინფორმაციას და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებსაც გაეცნობიან. დაგეგმილია ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. ცოტა ხნის წინ დიპლომატები პრემიერმა მიიღო.