ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და მოქალაქეების უფლებების დარღვევა იყო განხილვის საკითხი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. აუდიენცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა. ხაზგასმით აღინიშნა, თუ რა როლი აქვს მისიას აღნიშნულ პროცესში. მსჯელობა შეეხო ზაზა გახელაძის დაკავებას და მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას.
მოამბე