ამ წუთებში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მსჯელობენ ნატახტარში, სადაც მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ექსპერტები, სფეროს სპეციალისტები, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები, ჰესების კასკადის საკითხს განიხილავენ. ეს არის პირველი შეხვედრა უცხოელი სპეციალისტების მედიაციით, სადაც მხარეებს პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა აქვთ.
რა შეიძლება შეიცვალოს პროექტის განხორციელების პროცესში და რა არგუმენტებით მივიდნენ შეხვედრაზე პროტესტის მონაწილეები, რომლებიც რიონის ხეობიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
მარიამ ბერძენიშვილი აშუქებს მიმდინარე დისკუსიას.