პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. მთავარი თემა საარჩევნო პროცესები იყო. მმართველი გუნდის წევრებმა დამკვირვებლებს დაფიქსირებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.