ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში მედიის როლს შეეხო. ითქვა, რომ საქართველოს პირველი არხი მზად არის, მოვლენები კვლავაც მიუკერძოებლად გააშუქოს. არხი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაატაროს ყოველკვირეული მონიტორინგი პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დროის განაწილებასთან დაკავშირებით.
უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, როდესაც საქართველოში უშუალოდ მედიის მიმართულებაზე მომუშავე ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ჩამოვლენ.