საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არხის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა წინასაარჩევნო პერიოდსა და ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე. ჯილიენ სტირკმა დეტალურად ისაუბრა, რა სტანდარტებითა და მექანიზმებით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები.